Tuesday, May 18, 2010
Historical monuments in England
მთავარი იდეა: ისტორიული ძეგლები ინგლისში (რომელი ისტორიული ძეგლი ვიცით )
მნიშვნელობა/აქტუალობა: ეს პროექტი აქტუალურია მოსწავლეებისათვის იმით რომ,
ეცნობიან ინგლისის ამა თუ იმ ისტორიულ ძეგლებს და იგებენ მეტ
ინფორმაციას მათ შესახებ. ყურადღებას ამახვილებენ უცხო კულტურის
თავისებურებებზე.
მიზნები და შედეგები: პროექტში მონაწილე მოსწავლეებს შეუძლიათ ისაუბრონ
ინგლისში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ. გაუზიარონ
ერთმანეთს ახალი მოძიებული მასალები. მოპოვებულ მასალას თან
ურთავენ ფოტო მასალას. მათ უვითარდებათ თანამშრომლობის,
ჯგუფური მუშაობის, მეტყველების, მოსმენის და კითხვის უნარი.
მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ: მოსწავლეები წინასწარ ფლობენ
ინფორმაციას ინგლისის ისტორიული ძეგლების შესახებ, ხოლო
შემდეგ ახდენენ ამ მასალის უფრო გაღრმავებას. (ისინი სარგებლობენ
VII კლასის სახელმძღვანელოთჳ, ინტერნეტით და ბიბლიოთეკაში
დამხმარე მასალით.)ასევე გამოიყენებენ კომპიუტერს და პროექტორს.
სამუშაო ენა: ინგლისურ-ქართული.
სასწავლო პროექტის მსვლელობა: 1.პროექტი იწყება შერჩეულ თემაზე კითხვების დასმით.
2.მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად.
3.თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება მოიძიონ ახალი ინფორმაციები სხვადასხვა ისტორიულ ძეგლებზე ინგლისში.
4.ყველა ჯგუფს ჰყავს თავისი პრეზენტატორი, რომელიც წარმოაჩენს ჯგუფის ნამუშევარს.
5.მოსწავლეებს უვითარდებათ თანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. ასევე არის დისკუსიები ჯგუფებს შორის თავიანთ მოძიებულ მასალების შესახებ.
6.დავალებას წარმოადგენს მხოლოდ პრეზენტატორი თავისი თანდართული მასალით.
7.პროექტის შემაჯამებელი შეფასება: ფასდება პრეზენტატორი და მის ჯგუფში მომუშავე ყველა წევრი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment